დრო:09:45:50თარიღი:კვირა 05 თებერვალი 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენება საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული მოხსენებიდან ჩანს, რომ 2011 წლის 8 თვის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების წლური საპროგნოზო მაჩვენებელი შესრულებულია 54,9 პროცენტით და მიღებული ფულადი სახსრების მოცულობის მიხედვით იგი თითქმის 5%–ით აღემატება 2010 წლის შესაბამის პერიოდისათვის მიღებული სახსრების მოცულობას.

2011 წლის 8 თვეში, 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად იქნა გაზრდილი შემოსავლების მოცულობა, რაც დადებით მოვლენად უნდა იქნეს მიჩნეული და მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპებზე. კერძოდ, 2011 წლის 8 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსავლების მოცულობამ წლიური გეგმის 64,65 შეადგინა და 18,7%–ით აღემატება 2010 წლის შესაბამის პერიოდში მიღებული შემოსავლების მოცულობას.

იხ. ვრცლად: მოხსენება

საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენება საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით

საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენებაში მოცემულია „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“-ს შემოწმების, აგრეთვე სამთავრობო დაწესებულებათა აუდიტის განზოგადებული შედეგები; რომელსაც ახლავს რეკომენდაციები გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების გამოსწორების თაობაზე.

მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მართვის სისტემის სრულყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებებისა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ხარვეზები საჯარო ფინანსების მართვაში, რომლებიც მოხსენებაში გამოყოფილია 5 ჯგუფად:

  1. 1. ფინანსური აღრიცხვიანობის სისტემური მოუწესრიგებლობა
  2. საბიუჯეტო პროგრამების შედგენის, დამტკიცების და გაუქმების სისტემური გაუმართაობა
  3. წინასწარი გადახდები და დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების მართვა
  4. საჯარო დაწესებულებათა სარგებლობაში არსებული ქონების აღრიცხვის მდგომარეობა
  5. არასწორი დაგეგმვა და მართვა (როგორც ფისკალური პოლიტიკის ნაწილი), მისი გავლენა ფულადი მასის ზრდასა და ინფლაციაზე

საბიუჯეტო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, აგრეთვე გრძელვადიანი დაგეგმვისა და შედეგზე ორიენტირებული საბიუჯეტო მართვის პრინციპებზე გადასასვლელად, საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენებაში მოცემულია 4 მიმართულების 9 რეკომენდაცია.

იხ. ვრცლად: მოხსენება

საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების იანვარ-ივნისის ანალიზისათვის გამოყენებულია: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2010 წლის 9 აგვისტოს, ინფორმაციის სახით გადმოგზავნილი, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი, „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების მიმოხილვა“, „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე სახელმწიფო ხაზინის მიერ მომზადებული ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშები.

იხ. ვრცლად: მოხსენება

საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის მოხსენება

"საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით

საქართველოს კონტროლის პალატის წინამდებარე მოხსენებაში მოცემულია საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების მიმოხილვის" (შემდგომში: ანგარიში) ანალიზისა და აუდიტის შედეგები, მისი შეფასება და რეკომენდაციები გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების გამოსწორების თაობაზე.

მოხსენება ასევე მოიცავს ინფორმაციებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულების შემოწმების შედეგების შესახებ.

იხ. ვრცლად: მოხსენება

საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენება 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ

საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილი „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ. ზემოხსენებულ მოხსენებაში მოცემულია წლიური ანგარიშის შემოწმებისა და სამთავრობო დაწესებულებათა აუდიტის შედეგები, მათი შეფასება და რეკომენდაციები გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების გამოსწორების თაობაზე. 

იხ. ვრცლად: მოხსენება და შესაბამისი ინფორმაცია