Chamber of Control of Georgia

საქართველოს კონტროლის პალატა 10-09-2010

ამობეჭდვა

სტრატეგიის მიმოხილვა

 კონტროლის პალატის სტრატეგიის განახლების პროცესი დაიწყო

ათი პრიორიტეტი

2010 წლისთვის კონტროლის პალატამ 10 პრიორიტეტული სფერო და მიმართულება გამოკვეთა.

1. სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვა:
საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარებით საქართველოს მთავრობა წარმართავს საჯარო ფინანსების მართვის პროექტს, რომლის საბოლოო შედეგი იქნება საჯარო ფინანსების ეფექტურად და გამჭვირვალედ მართვა. ამდენად საქართველოს კონტროლის პალატა, როგორც საჯარო ფინანსების მართვაზე ზედამხედველი უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტი პრიორიტეტად მიიჩნევს ამ პროგრამისა და მის ფარგლებში . . .

ათი პრიორიტეტი

2010 წლისთვის კონტროლის პალატამ 10 პრიორიტეტული სფერო და მიმართულება გამოკვეთა.

1. სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვა:
საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარებით საქართველოს მთავრობა წარმართავს საჯარო ფინანსების მართვის პროექტს, რომლის საბოლოო შედეგი იქნება საჯარო ფინანსების ეფექტურად და გამჭვირვალედ მართვა. ამდენად საქართველოს კონტროლის პალატა, როგორც საჯარო ფინანსების მართვაზე ზედამხედველი უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტი პრიორიტეტად მიიჩნევს ამ პროგრამისა და მის ფარგლებში . . .

შესაძლებლობების განვითარების 2010–2011 წლების გეგმა

საქართველოს კონტროლის პალატა, როგორც უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტი, არსებით როლს ასრულებს საზოგადოების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალების  განმტკიცებაში, რაც თავის მხრივ მოითხოვს საქმიანობის წარმართვას მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

კონსტიტუციური მანდატის ეფექტიანად და ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელია კონტროლის პალატის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

შესაძლებლობები აერთიანებს ინსტიტუტის უნარს, ცოდნას, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს, რაც განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობას. შესაძლებლობების განვითარება გულისხმობს თითოეული კომპონენტის გაუმჯობესებას, არსებულ საუკეთესო მაგალითზე დაყრდნობასა და სისუსტეების აღმოფხვრას.

საქართველოს კონტროლის პალატა, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის კანონით განსაზღვრული ახალი მანდატის გათვალისწინებით, ახალი გამოწვევების წინაშეა. გამოწვევები კომპლექსური ბუნებისაა და დაკავშირებულია როგორც ინსტიტუტის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებასთან, ასევე ორგანიზაციული შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან, განვითარების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების საშუალებით.

საქართველოს კონტროლის პალატამ შეიმუშავა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო სტრატეგიული დოკუმენტები, რომლებსაც წინამდებარე „შესაძლებლობების განვითარების 2010-2011 წლების გეგმა“ ეფუძნება. კერძოდ, კონტროლის პალატის განვითარების სამოქმედო გეგმა განსაზღვრულია საქართველოს კონტროლის პალატის სტრატეგიული განვითარების 2009-2011 წლების გეგმით, 2010 წლის განმავლობაში კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად დამტკიცებულია 2010 წლის აუდიტის სამუშაო გეგმა, რომელიც ასევე განსაზღვრავს 2011 წლის საორიენტაციო სამუშაო გეგმას.

ზემოაღნიშნული სტრატეგიული სამოქმედო დოკუმენტებით იდენტიფიცირებული ამოცანების განსახორციელებლად კონტროლის პალატამ განსაზღვრა კონკრეტული საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია წარმატებისათვის.

იხ. ვრცლად: შესაძლებლობების განვითარების გეგმა

2009-2011 წლების სტრატეგია

2009 წლის 29 იანვარს ამოქმედდა „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც ძირეულად შეცვალა კონტროლის პალატის, როგორც სახელმწიფო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებისა და ხარჯვის ზედამხედველი ორგანოსადმი მიდგომა.

საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ქვეყანაში აქამდე არსებული აუდიტის სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკისგან. 1977 წლის ოქტომბერში, უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტთა საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI-ს) IX შეკრებაზე (ლიმა, პერუ) მიღებული „ლიმის დეკლარაცია აუდიტის პროცედურების შესახებ“, ზედმიწევნით ასახავს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს როლს, მიზანს და ხაზს უსვამს მისი, როგორც საზოგადოების წარმომადგენლის დანიშნულებას, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების ეფექტიან მართვას.

2008 წლის დეკემბრამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენდა „კონტროლის განმახორციელებელ“ ორგანოს, ხოლო კანონის ახალი რედაქციით მისი ფუნქცია გაფართოვდა და მოიცავს აუდიტორულ და ექსპერტიზის მიმართულებებს. აღნიშნული გარემოების გამო საჭირო გახდა კონტროლის პალატის მთლიანი სისტემის, მეთოდოლოგიებისა და თვით ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლა:

საქართველოს კონტროლის პალატა უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტად, რომელიც თავისი საქმიანობის კონცენტრირებას მხოლოდ საჯარო სექტორზე მოახდენს. ამჟამად კონტროლის პალატა კვლავ ფუნქციონირების გარდამავალ ეტაპზეა.

კონტროლის პალატის 2009-2011 წლების სტრატეგიული გეგმა მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომელთა ეტაპობრივი და თანმიმდევრული გატარება უზრუნველყოფს სახელმწიფო (საჯარო) სექტორის სრულფასოვანი აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი ინსტიტუციის შექმნას.

იხ. ვრცლად: 2009-2011წლების სტრატეგია.pdf

http://control.ge/strategy/

ამობეჭდვა