
საქართველოს კონტროლის პალატა 10-09-2010
ამობეჭდვა1. საქართველოს კონტროლის პალატა აცხადებს ტენდერს სხვადასხვა სახის მაღალი ხარისხის საავტომობილო საწვავის შესყიდვაზე და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
2. შესყიდვის საგანი:
| შესყიდვის ობიექტი | განზომილება | რაოდენობა |
| სუპერი(ბენზინი–ოქტანობის რიცხვი არანაკლებ 98) | ლიტრი | 4500 |
| პრემიუმი(ბენზინი–ოქტანობის რიცხვი არანაკლებ 96) | ლიტრი | 60000 |
| რეგულარი(ბენზინი–ოქტანობის რიცხვი არანაკლებ 93) | ლიტრი | 5000 |
| ევრო–დიზელი | ლიტრი | 1100 |
3. შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 130 ( ასოცდაათიათასი) ლარს.
4. პროდუქციის მოწოდება განხორციელდება 2010 წლის 29 აპრილიდან 31 დეკემბრამდე, საქართველოს კონტროლის პალატასა და ტენდერში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. მიწოდების ადგილი: საქართველოს კონტროლის პალატა, ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. №96.
6. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება (დახურული კონვერტით) სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინონ ქართულ ენაზე, 2010 წლის 21 აპრილს 16 საათამდე ორ ეგზემპლარად (ერთი - ორიგინალი, ერთი - ასლი), შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. №96, საქართველოს კონტროლის პალატა. სატენდერო წინადადების გახსნა მოხდება ზემოაღნიშნულ მისამართზე 2010 წლის 21 აპრილს, 16 საათზე. ტენდერში მონაწილეებს უფლება აქვთ დაესწრონ სატენდერო წინადადების გახსნას.
7. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
7.1. იურიდიულ პირთათვის:
ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
გ) ცნობა შსს-დან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნასამართლეობის არარსებობის შესახებ.
დ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
ე) ცნობა საგადასახადო ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.
ვ) ცნობა საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) და შესაბამისი რეკვიზიტების შესახებ – მომსახურე ბანკიდან.
ზ) ცნობა საბანკო ანგარიშზე ყადაღის (ინკასოს) არარსებობის შესახებ - მომსახურე ბანკიდან.
თ) წარმოდგენილი უნდა იქნეს ასევე სუბკონტრაქტორის (არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მონაცემები.
ი) ცნობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირი არ არის რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების მიმწოდებლების რეესტრში.
კ) ინფორმაცია ბენზინგასამართი ქსელის შესახებ (მისამართების მითითებით).
ლ) შესასყიდი საქონლის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
7.2. ფიზიკურ პირთათვის:
ა) ცნობა, შესაბამისად უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ ფიზიკური პირი ქმედუნარიანია;
ბ) ცნობა შსს-დან მისი ნასამართლეობის არარსებობის შესახებ;
გ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
დ) ცნობა საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) და შესაბამისი რეკვიზიტების შესახებ – მომსახურე ბანკიდან;
ე) ცნობა საბანკო ანგარიშზე ყადაღის (ინკასოს) არარსებობის შესახებ - მომსახურე ბანკიდან;
ვ) წარმოდგენილი უნდა იქნეს ასევე სუბკონტრაქტორის (არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მონაცემები;
ზ) ცნობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირი არ არის რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების მიმწოდებლების რეესტრში;
თ) ინფორმაცია ბენზინგასამართი ქსელის შესახებ (მისამართების მითითებით);
ი) შესასყიდი საქონლის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
8. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დამატებით დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
ა) ინფორმაცია საწარმოს გამოცდილების შესახებ (უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში (2008-2009 წლები) განხორციელებული ანალოგიური მიწოდების შესახებ, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულების ჩვენებით წლების მიხედვით, სასურველია სარეკომენდაციო წერილების წარმოდგენა);
ბ) ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობებისა და ვადების შესახებ;
გ) საქონლის მიწოდების გრაფიკი;
დ) ფასების ცხრილი;
ე) ტექნიკური პირობები.
9.პრედენდენტები ვერ გაივლიან შერჩევას, თუ მათ მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციისა და/ან სატენდერო განცხადების მოთხოვნებს. დაგვიანებით ან საფასურის გადახდის გარეშე წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები არ განიხილება და გაუხსნელად დაუბრუნდება წარმომდგენ პირებს.
10. პრედენდენტების მიერ განცხადების მე-7 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება.
11. სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (ქართულ ენაზე) მთლიანი წარმოდგენილი თანხის 1%-ის ოდენობით და სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას, ხოლო სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება 40 დღით.
12. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადაიხადონ სატენდერო მოსაკრებელი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში, რომლის რეკვიზიტებია: (სახელმწიფო ხაზინა 220101222, სახაზინო კოდი - 302004700, ანგარიშის №200122900) გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კონტროლის პალატის სატენდერო მოსაკრებელი და წარმოადგენილ უნდა იქნას თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. №96, მე-4 სართული, ოთახი №6, რის შემდეგაც გაიცემა ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2010 წლის 20 აპრილის 18 საათამდე.
13. დაინტერსებულ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ სურვილი წარადგინონ სატენდერო წინადადება, შეუძლიათ გადაიხადონ საფასური 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით შემდეგ ანგარიშზე: ს.ს. ბანკი „რესპუბლიკის“ ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: 220101757 მიმღები: სსიპ სახელმწიფო შესყიდვის სააგენტო, მიმღების ანგარიშის № 10591718543. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველმა პირმა საფასური უნდა გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის გასვლამდე. გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.
14. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე შესაძლებელია სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა.
15. ტენდერის შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს ერთი გამარჯვებული.
16. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას გამარჯვებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი (საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით) და მისაწოდებელი საქონლის ერთეულის (ლიტრის) წინადადებით ან/და ზეპირი ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი, რომელიც გამოთვლილია შემდეგი ფორმულის მიხედვით T=Rx(P+Z)x(100%+18%) ან C=Rx(P+Z)x(100%+18%)x D/1000, სადაც:
ა) T=ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ტონის ფასი (ლარში);
ბ) C = ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ლიტრის ფასი (ლარში);
გ) R = წინადადების წარმოდგენის ან ზეპირი ვაჭრობის ჩატარების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (ცვლადი კომპონენტი);
დ) P =წინადადების წარმოდგენის ან ზეპირი ვაჭრობის ჩატარების დღისათვის არსებული ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი მეტრული ტონის საერთაშორისო ფასი – PLATTS EUROPEAN MARKETSCAN–ის FOB Med (Italy) ბირჟის მონაცემებით (ცვლადი კომპონენტი);
ე) Z= ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები, საწარმოს მოგება და აქციზი;
ვ) 18% = დღგ;
ზ) D = წინადადებით წარმოდგენილი ნავთობობპროდუქტის (საწვავის) სიმკვრივის მაჩვენებელი.
17. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ერთი სატენდერო წინადადება. ალტერნატიული წინადადება არ განიხილება.
18. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საქართველოს კონტროლის პალატაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. №96, მე-4 სართული, ოთახი №6; ტელ: 438146
საქართველოს სატენდერო კომისია
http://control.ge/tenders/
ამობეჭდვა