დრო:10:10:15თარიღი:კვირა 05 თებერვალი 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


ვიზიტი ლატვიის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისში (17-20 ივნისი, 2010)

გამოქვეყნებულია: 19.06.2010

logo

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად,  ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა. 

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტთან  ვალდის ზატლერსთან, ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარესთან გუნდარს დაუძესთან და პარლამენტის საჯარო ხარჯებისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარესთან ანდრის ბერზინსთან.

ვიზიტის მიზანია საქართველოს კონტროლის პალატასა და ლატვიის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის თანამშრომლობის განვითარება. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ემსახურება ორგანიზაციების პროფესიული გამოცდილების გაზიარებას. აუდიტის თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიზნით საქართველოს კონტროლის პალატა, ლატვიის უმაღლეს აუდიტორულ ოფისთან ერთად, რამდენიმე სამინისტროს მაგალითზე წარმართავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საპილოტე აუდიტს. აღნიშნული პროცესი შეეხება აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშის შედგენის ეტაპებს.

 ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიზნით, 17 ივნისს, ქ. რიგაში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ორ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

კალენდარი February 2012

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2012
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829