კონტროლის პალატაში აუდიტორ - სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 08.06.2010

ქუთაისში, საქართველოს კონტროლის პალატის სათაო ოფისში, აუდიტორ- სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო.
პროგრამაში მონაწილეობას 25 სტაჟიორი მიიღებს. ამჯერად სტაჟიორების შერჩევა კონტროლის პალატის მიერ 2009 წელს გამართულ აუდიტორ-სტაჟიორთა კურსების მსურველთა სარეზერვო ბაზიდან მოხდა.
სტაჟირება პროგრამის მონაწილეებს აუდიტორული უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარება. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ, მათ შორის საუკეთესოები კი კონტროლის პალატაში დასაქმდებიან.
სტაჟირების პროგრამა კონტროლის პალატაში შემდგომშიც გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგვიგზავნონ პირადი მონაცემები შემდეგ მისამართზე: kutaisi.ccg@gmail.com
სიახლეები
მონიტორინგის სამსახურის განცხადება - 27.01.2012
მონიტორინგის სამსახურის განცხადება - 27.01.2012
წერილი "ქართულ ოცნება"–ს - 26.01.2012
წერილი "ქართულ ოცნება"–ს - 26.01.2012
საპარლამენტო კომისია პალატაში - 24.01.2012
საპარლამენტო კომისია პალატაში - 24.01.2012
ღია კარის დღე კონტროლის პალატაში - 18.01.2012
ბრიფინგი კონტროლის პალატაში - 16.01.2012
თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან - 04.01.2012
მემორანდუმი ეროვნულ ბანკთან - 03.01.2012

