დრო:10:05:28თარიღი:კვირა 05 თებერვალი 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ახალი სათაო ოფისი გაიხსნა

გამოქვეყნებულია: 25.05.2010

ქუთაისი

24 მაისს ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ახალი სათაო ოფისი საზეიმოდ გაიხსნა.

შენობის გახსნის ცერემონიალს მრავალ სტუმართან ერთად საქართველოს  პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის  წევრები დაესწრნენ.

სადღესასწაულო  ტორტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გაჭრა, კონტროლის პალატის  თანამშრომლებმა  ქუთაისის  ბავშვთა  სახლს  გადასცეს.

დღესდღეობით  აპარატში  სამოცამდე  თანამშრომელია,  უახლოეს მომავალში გამოცხადდება  კონკურსი  ორმოც  ახალ  ვაკანტურ  თანამდებობაზე.

შენობის მშენებლობა, კეთილმოწყობა და აღჭურვა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა კონტროლის პალატის საბიუჯეტო ასიგნებებში წარმოშობილი ეკონომიიდან დაიფარა.

კონტროლის პალატის სათაო ოფისის მისამართია:

ქ. ქუთაისი,  ირაკლი აბაშიძის  ქ.  N 22

კალენდარი February 2012

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2012
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829