ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ახალი სათაო ოფისი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 25.05.2010

24 მაისს ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ახალი სათაო ოფისი საზეიმოდ გაიხსნა.
შენობის გახსნის ცერემონიალს მრავალ სტუმართან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.
სადღესასწაულო ტორტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გაჭრა, კონტროლის პალატის თანამშრომლებმა ქუთაისის ბავშვთა სახლს გადასცეს.
დღესდღეობით აპარატში სამოცამდე თანამშრომელია, უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი ორმოც ახალ ვაკანტურ თანამდებობაზე.
შენობის მშენებლობა, კეთილმოწყობა და აღჭურვა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა კონტროლის პალატის საბიუჯეტო ასიგნებებში წარმოშობილი ეკონომიიდან დაიფარა.
კონტროლის პალატის სათაო ოფისის მისამართია:
ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N 22
სიახლეები
განცხადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარით) გაცემაზე აუქციონის ჩატარების შესახებ - 09.09.2010
იულონ ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის აუდიტის შედეგები - 09.09.2010
საქართველოს კონტროლის პალატა აცხადებს განმეორებით აუქციონს - 08.09.2010
საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის წარმომადგენელი ეწვია - 06.09.2010
გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენელი კონტროლის პალატაში - 06.09.2010
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის გამოსვლა შვედეთის აუდიტორულ ოფისში - 03.09.2010
კონტროლის პალატის დელეგაცია შვედეთში - 01.09.2010
კონტროლის პალატამ სოფელ კრწანისში ლითონის მილების პრივატიზაციისას დარღვევები აღმოაჩინა - 31.08.2010
ლატვიის გენერალური აუდიტორი კონტროლის პალატაში - 30.08.2010
ლატვიის გენერალური აუდიტორი კონტროლის პალატაში - 29.08.2010

