დრო:00:37:31თარიღი:პარასკევი 10 სექტემბერი 2010

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


საწარმოთა მართვის სააგენტოს აუდიტი

გამოქვეყნებულია: 08.04.2010

Untitled-1

 საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 ოქტომბრისა და 6 ნოემბრის ბრძანებების (N121/43; N139/43) საფუძველზე ჩატარდა სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისა და მიღებული გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობი საუდიტი.

საწარმოთა მართვის სააგენტოს აუდიტმა მრავალი შედეგი (დარღვევა-ნაკლოვანება) გამოავლინა, რომელთა შორის მნიშვნელოვანია:

  • საწარმოთა მართვის სააგენტოს მის დაქვემდებარებაში არსებული 1426 საწარმოდან  2008 წლის ფინანსური ანგარიში (2009 წლის 2 ნოემბრის მონაცემებით) არ წარუდგინა (ან არასრულყოფილი სახით წარუდგინა) 506-მა სახელმწიფო საწარმომ;
  • სააგენტოს არ გააჩნია ინფორმაცია იმ 506 სახელმწიფო საწარმოს შესახებ, რომლებიც მისი დაქვემდებარებაში არიან და უნდა წარედგინათ ფინანსური ანგარიში;
  • სააგენტოს, როგორც სახელმწიფოსაგან უფლებამოსილ პარტნიორს აღნიშნული და სხვა არამომგებიანი საწარმოების მიმართ შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია;
  • არ არის აღრიცხული რა ქონებას ფლობენ სახელმწიფო საწარმოები და შესაბამისად, ეს ქონება არ არის სათანადოდ ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში;
  • ჯეროვანი კონტროლი არ ხორციელდება დივიდენდების სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვაზე;
  • საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ არასათანადოდ ხორციელდებოდა საწარმოთა მართვის ბიზნეს-გეგმების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • არც თუ იშვიათად, სახელმწიფო საწარმოები ისე იღებდნენ ვალდებულებებს, რომ ამის შესახებ სააგენტო არ იყო ინფორმირებული; შედეგად:  ვალების ხელოვნური და დაუსაბუთებელი გაზრდით საწარმოთა გადახდის გადახდის უნარიანობა შემცირდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონტროლის პალატას მიაჩნია, რომ სააგენტომსახელმწიფო საწარმოთა შემდგომი ფუნქციონირებისან სახელმწიფოს მართვაში შენარჩუნების მიზანშეწონილობის საკითხზე სისტემურად უნდა იმსჯელოს და შესაბამისი წინადადებებით მიმართოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. სწორედ ამ ორი უწყების გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს ქვეყნის ეკონომიკისპრიორეტულ-სტრატეგიული სფეროები და მხოლოდ ამ პროფილის სახელმწიფო საწარმოები დარჩეს სახელმწიფო საკუთრებაში დანარჩენი კი დაექვემდებაროს პრივატიზებას.

აღნიშნული თემით ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა" დაინტერესდა:

სიახლეები

კალენდარი September 2010

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2010
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930