დრო:10:06:33თარიღი:კვირა 05 თებერვალი 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


კონტროლის პალატის დასკვნა სს "გუდაურის" შესახებ

გამოქვეყნებულია: 26.03.2010

სასტუმრო გუდაური

 საქართველოს  კონტროლის  პალატის  თავმჯდომარის  2009 წლის  29 ოქტომბრის N135/43 და 26 ნოემბრის N142/43 ბრძანებებით  სს „გუდაურში“ ჩატარებული თემატური აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ  სს „გუდაურის“ მიერ სახელმწიფოსგან მიღებული  6 -მილიონიანი სესხი არამიზნობრივად იქნა დახარჯული. ზემოაღნიშნული სესხი გამოყოფილი იყო  გუდაურის სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის.

ჩატარებული აუდიტის შედეგად სხვა მნიშვნელოვან შედეგებთან ერთად აღმოჩნდა, რომ  სს „გუდაურის“ მიერ ვალები ხელოვნურად იქნა გაზრდილი. ასევე გაწეულ იქნა არახელსაყრელი, დაუსაბუთებელი, გაუმართლებელი და არამიზნობრივი ხარჯები. კერძოდ: შპს "ერთობლივი საწარმო გუდაურისგან“ შესყიდულ  იქნა 280 000 ევროს ღირებულების ბიზნეს კონსულტაციის მომსახურება. იმავე შპს "ერთობლივი საწარმო გუდაურისგან“  სს „გუდაურის“ ხელმძღვანელობამ  შეისყიდა სასტუმრო კომპლექსის მართვის (მენეჯმენტის) მომსახურება, რისთვისაც მთლიანობაში გადახდილ  იქნა 292 600 ლარი. აქედან  95 580 ლარი ანაზღაურებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე. 

ზემოხსენებული ხარჯები არ იყო გათვალისწინებული სს „გუდაურის“ 2007 წლის ბიზნეს-გეგმასა და მასზე თანდართულ საწარმოს მიზნობრივად გაწერილ საპროგნოზო ხარჯებში და არც შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულა ბიზნეს-გეგმაში. შესაბამისად, იგი წარმოადგენს არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებს.

აღნიშნული თემით "რუსთავი 2" დაინტერესდა. 9 საათიანი "კურიერის" რეპორტაჟი:

კალენდარი February 2012

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2012
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829