ხელმოწერა თანამშრომლობის მემორანდუმზე შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის
გამოქვეყნებულია: 24.03.2010

გუშინ, 23 მარტს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის. მემორანდუმზე ხელი კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა და შვედეთის აუდიტის ოფისის გენერალურმა აუდიტორმა ჟან ლანდალმა მოაწერეს.
მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.
თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს:
1. საქართველოს კონტროლის პალატის დახმარებას განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის შესაბამისი საქმიანობა და შეასრულოს ეფექტიანი როლი საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროში.
2. თანამშრომლობას 2012 წლის 31 დეკემბრამდე
3. შვედური მხარის მიერ 7 მლნ-მდე კრონის გამოყოფას დახმარების ღონისძიებებისათვის.
გუშინვე, მემორანდუმის გაფორმებამდე, შვედეთის აუდიტორული ოფისის გენერალური აუდიტორი და კონტროლის პალატის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძესა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს შეხვდნენ.
შვედეთის აუდიტორული ოფისის დელეგაცია საქართველოს 22 მარტს ეწვია. დელეგაციის დანარჩენი წევრები საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის გამართავენ რამდენიმე სემინარს თემაზე: "შიდა და გარე კომუნიკაციების მნიშვნელობა."
შვედი სტუმრების ვიზიტი 26 მარტს დასრულდება.
სიახლეები
მონიტორინგის სამსახურის განცხადება - 27.01.2012
მონიტორინგის სამსახურის განცხადება - 27.01.2012
წერილი "ქართულ ოცნება"–ს - 26.01.2012
წერილი "ქართულ ოცნება"–ს - 26.01.2012
საპარლამენტო კომისია პალატაში - 24.01.2012
საპარლამენტო კომისია პალატაში - 24.01.2012
ღია კარის დღე კონტროლის პალატაში - 18.01.2012
ბრიფინგი კონტროლის პალატაში - 16.01.2012
თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან - 04.01.2012
მემორანდუმი ეროვნულ ბანკთან - 03.01.2012

