შეხვედრა "გერმანულ სახლში" 4 მარტი,2010
გამოქვეყნებულია: 04.03.2010

2010 წლის 4 მარტს გაიმართა სამუშაო შეხვედრა რომელიც მიეძღვნა საქართველოს კონტროლის პალატის ანგარიშგების ხარისხისა და აღიარების გაუმჯობესებას.
საქართველოს კონტროლის პალატიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ლაცაბიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შეხვედრა გახსნა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელმა გაბრიელე ბიორგინერმა.
შეხვედრაზე გერმანული გამოცდილების შესახებ მოხსენებით გამოვიდა ბრემენის საანგარიშო პალატის ექსპრეზიდენტი, დოქტორი ლოთარ შპილჰოფი. მომხსენებელმა დამსწრეთ გააცნო ანგარიშების შედგენისა და საზოგადოებისათვის მიწოდების გამოცდილება, ამასთნ შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ საანგარიში პალატის სამუშაო დოკუმენტები.
შეხვედრისას განიხილეს კონტროლის პალატის პრაქტიკა და გასულ წელს შედგენილი ანგარიში. შერჩეულ მაგალითზე მოხდა სამუშაო ჯგუფების მიერ კონკრეტული თემის მოკლე ტექსტის შემუშავება და გამოცემა.
ვორქშოფის ორგანიზატორი გახლდათ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლიბის საზოგადოება (GTZ)





სიახლეები
2010 წლის 24-26 ივლისს, ორგანიზაცია GTZ ... - 24.07.2010
SIGMA-ს სამუშაო შეხვედრა - 21.07.2010
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონტროლის პალატაში - 16.07.2010
საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ - 29.06.2010
უკრაინის საანგარიშო პალატის თაოსნობით შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა - 23.06.2010
ვიზიტი ლატვიის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისში (17-20 ივნისი, 2010) - 19.06.2010
კონტროლის პალატაში აუდიტორ - სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო - 08.06.2010
საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საქმიანობის ანგარიში - 04.06.2010
ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ახალი სათაო ოფისი გაიხსნა - 25.05.2010
ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ახალი სათაო ოფისი გაიხსნა - 25.05.2010

