საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები საკუთარი სკოლების ანგარიშებზე 9480 ლარს გადარიცხავენ.
გამოქვეყნებულია: 23.02.2010

საქართველოს კონტროლის პალატა პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა. კონტროლის პალატის მიერ ჯამში 9480 ლარის ოდენობის თანხა სკოლების ანგარიშებზე გადაირიცხება. მათ შორის, 500 ლარს კონტროლის პალატის თავჯდომარე ლევან ბეჟაშვილი საკუთარ, 117-ე სკოლას, ხელფასიდან გადაურიცხავს.
აღნიშნული თანხები ღვაწლმოსილ პედაგოგებს დაურიგდებათ. ასევე, გადახალისდება სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომელთა ხელფასიც 1000 ლარზე ნაკლებია, მოუწოდა სკოლების ანგარიშზე 50 ლარი გადარიცხონ, ხოლო ვისი ხელფასიც 1000 ლარზე მეტია - 100 ლარი. "კურსდამთავრებულთა კლუბის“ პროექტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ALUMNI-ის სახელწოდებითაა ცნობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროექტის არგლებში წარმატებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სკოლას, სადაც სწავლობდნენ, გარკვეული დახმარება აღმოუჩინონ.
117–ე სკოლის დირექტორი დალილა ზუხბაია: „მსგავსი დახმარებები ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სკოლისთვის. გვაქვს ბევრი პროექტი და სურვილი, რის განხორციელებასაც თანხები სჭირდება, იქნება ეს ბიბლიოთეკის და სპორტული დარბაზის შეკეთება და განვითარება თუ სხვა რამ. ამიტომ მსგავსი დახმარებები ჩვეთვის დიდი სტიმულია.“
საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები საკუთარი სკოლების ანგარიშებზე 9480 ლარს გადარიცხავენ.
სიახლეები
2010 წლის 24-26 ივლისს, ორგანიზაცია GTZ ... - 24.07.2010
SIGMA-ს სამუშაო შეხვედრა - 21.07.2010
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონტროლის პალატაში - 16.07.2010
საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ - 29.06.2010
უკრაინის საანგარიშო პალატის თაოსნობით შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა - 23.06.2010
ვიზიტი ლატვიის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისში (17-20 ივნისი, 2010) - 19.06.2010
კონტროლის პალატაში აუდიტორ - სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო - 08.06.2010
საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საქმიანობის ანგარიში - 04.06.2010
ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ახალი სათაო ოფისი გაიხსნა - 25.05.2010
ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ახალი სათაო ოფისი გაიხსნა - 25.05.2010

