ბრიფინგი კონტროლის პალატაში
გამოქვეყნებულია: 16.01.2012
საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შესაბამისი განმარტებითი ბარათი 217 პოლიტიკურ პარტიასა და გაერთიანებას გაუგზავნა. აქედან, დღეისთვის, 125 ადრესატის წერილი უკან დაბრუნდა. კონტროლის პალატა მზადაა, უკან დაბრუნებული წერილები ხელზე გადასცეს ყველა სუბიექტს, რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოს კონტროლის პალატაში გამოცხადდებიან.
2012 წლის 4 იანვარს, საქართველოს კონტროლის პალატამ საკუთარ ვებგვერდზე ყოველწლიური დეკლარაციის ფორმების პროექტი გამოაქვეყნა და ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას საკუთარი მოსაზრების გაზიარება შესთავაზა, თუმცა დღემდე საგანგებოდ შექმნილ მისამართზე info_spu@control.ge არც ერთი შეკითხვა არ შემოსულა. აღნიშნულის მიუხედავად, ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კონტროლის პალატა ა.წ. 18-19 იანვარს ღია კარის დღეს აცხადებს, სადაც ყველა პოლიტიკურ გაერთიანებასა და გაცხადებული პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების მქონე პირებს იწვევს. დეკლარაციის ფორმების საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია კონტროლის პალატაში დღეიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია აგრეთვე კონტროლის პალატის ცხელის ხაზის საშუალებით: 2 438 153
ყოველწლიური დეკლარაციის უკვე საბოლოო ფორმები საქართველოს კონტროლის პალატის ვებგვერდზე განთავსდება, რომლის მიხედვითაც შევსებული დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ყველა სუბიექტს 2012 წლის 1 თებერვლამდე ექნება.
კონტროლის პალატა ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, გადაამოწმოს ყველა იმ ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობა, რომელთა შესაძლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებას გარკვეული კითხვის ნიშნები აქვს. ჩვენ ვეხმიანებით სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას და მიზანშეწონილად მიგვაჩნია შევამოწმოთ მოძრაობა „ჩვენი ხმა გიგი უგულავას“ ფინანსური საქმიანობა და მონიტორინგის შედეგები საჯარო გავხადოთ ყველა დაინტერესებული პირისათვის. დღეს ამ ორგანიზაციას გაეგზავნება წერილი, სადაც განისაზღვრება გინივრული ვადა ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად. მიღებული პასუხი და მონიტორინგის შედგები გამოქვეყნდება კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე.
იხ. ტელესიუჟეტები
სიახლეები
ბრიფინგი კონტროლის პალატაში - 20.02.2012
ბრიფინგი კონტროლის პალატაში - 20.02.2012
ლიტველი კოლეგების ვიზიტი - 20.02.2012
ვიზიტი პოლონეთში - 16.02.2012
ვიზიტი პოლონეთში - 16.02.2012
მონიტორინგის სამსახურის განცხადება - 13.02.2012
მონიტორინგის სამსახურის განცხადება - 13.02.2012
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან - 10.02.2012
სტუმრად კონტროლის პალატაში - 10.02.2012
შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან - 09.02.2012

