დრო:10:13:10თარიღი:კვირა 05 თებერვალი 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


განცხადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარით) გაცემაზე აუქციონის ჩატარების შესახებ

გამოქვეყნებულია: 09.09.2010

Untitled-1

საქართველოს კონტროლის პალატა აცხადებს პირობებიან აუქციონს ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირ №96-ში მდებარე 100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარის ფორმით გაცემაზე 3 (სამი) წლის ვადით. აუქციონის საწყისი თვიური საიჯარო ქირა შეადგენს 250 ლარს. ”ბე”-ს სიდიდე შეადგენს 100 ლარს. აუქციონზე სავაჭრო ბიჯის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა შეიძინონ აუციონში მონაწილის ბილეთი, რომლის საფასური განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობით.

„ბე“-ს და აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის საბანკო რეკვიზიტებია: სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, სახაზინო კოდი N302004700, სახელმწიფო ხაზინა, კოდი N220101222.

აუქციონის პირობები:

  • იჯარის ვადა შეადგენს 3 (სამი) წელიწადს;
  • აუქციონის საწყისი თვიური საიჯარო ქირა შეადგენს 250 ლარს;
  • ”ბე”-ს სიდიდე შეადგენს 100 ლარს;
  • აუქციონზე სავაჭრო ბიჯის ოდენობა შეადგენს 100 ლარს;
  • აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური შეადგენს 50 ლარს;
  • ფართის გაცემა განხორციელდება ერთ ლოტად;
  • იჯარის ქირის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, წინასწარი გადახდის წესით;
  • საიჯარო ფართობზე არ დაიშვება კონსტრუქციული სახის ცვლილება;
  • მოიჯარის მიერ დაცული უნდა იქნას ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები;
  • მოიჯარის მიერ საიჯარო ფართი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ სასადილოს განთავსების მიზნით;
  • მოიჯარეს უფლება ეძლევა ოპერირება დაიწყოს მას შემდეგ რაც დარეგისტრირდება კომუნალური გადასახადების აბონენტად, მოახდენს ელექტროენერგიის, გაზის განმხოლოებას (მრიც­ხველის დამონტაჟებით). მოიჯარემ უნდა გადაიხადოს კომუნალური გადასახადები დადგენილი წესებისა და ვადის დაცვით;
  • მოიჯარე ვალდებულია  მოაწყოს საიჯარო ფართობი  შესაბამისი ინვენტარით (ჭურჭელი არანაკლებ 80   პერსონაზე), რომელიც უნდა შეთანხმდეს საქარ­თველოს კონტროლის პალატასთან;
  • მოიჯარე ვალდებულია წარმოადგინოს კვირის მენიუ ფასების მითითებით, რომელიც უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 კერძისაგან დღეში,  ჯანსაღი დაბალანსებული კვების რაციონით, რომე­ლიც უნდა შეთანხმდეს საქართველოს კონტროლის პალატასთან;
  • საკვების ფასები არ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელში არსებულ ფასებს;
  • მოიჯარე ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს ინფორმაცია ამ სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ;
  • პლასტიკური ბარათებით მომსახურების შემთხვევაში ტრანზაქცია უნდა განხორციელ­დეს უფასოდ;
  • აუცილებელია მოიჯარემ გაითვალისწინოს მომხმარებლის რაოდენობა, რომელიც გულისხმობს თითოეული კატეგორიის კერძის მინიმუმ სამი ნაირსახეობის არსებობას;
  • სავალდებულოა სასადილოს ფუნქციონირება (მზაობა მომხმარებლის მიღებისათვის) დაიწყოს 9:00 საათზე და დაასრულოს 20:00 საათზე;
  • ,,საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის № 2–165 ბრძანების შესაბამისად, მოიჯარისათვის აუცილებელ პირობად განისაზღვრება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, მომსახურების ხარისხი და კვალიფიციური მომსახურე პერსონალის შერჩევა;
  • მომსახურე პერსონალმა 60 წუთის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მაქსიმალურად ბევრი სტუმრის დაკმაყოფილება, ამ პირობის დაკმაყოფილება ოპერატორს შეეძლება კვალიფიციური მუშა ხელის საჭირო რაოდენობით და სხვა აუცილებელი პირობებით. მუდმივი ორგანიზებულობის აუცილებელი პირობაა (საკვები პროდუქტის დროული მომზადება და მიწოდება, სუფთა სასადილო გარნიტურის მუდმივი მზაობა და სხვა);
  • ოპერატორი უნდა ითვალისწინებდეს სადილის პაკეტს მინიმალური ღირებულებით 5 ლარი,;
  • პროდუქტის ხარისხი: იკრძალება მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია მომზადებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. ასევე იკრძალება გამოყენებული (გაცხელებული) ცხიმისა და ცხიმის შემცვლელი პროდუქტების ხელმეორედ გამოყენება მისი გაციების შემდგომ.

აუქციონში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთები:

 ინდ. მეწარმე და კერძო სამართლის იურიდიული პირები:

  • სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდების) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • ”ბე“-ს გადახდის დამადასტურებელი და მონაწილის ბილეთის შეტანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (დედანი) ან საბანკო გარანტია (საბანკო გარანტია უნდა იყოს "ბე"-ს სახით გადასახდელი თანხის ოდენობის და ძალაში უნდა იყოს აუქცინის ჩატარების დღიდან 2 თვის განმავლობაში. თანხა შეიტანება შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, სახაზინო კოდი №302004700, სახელმწიფო ხაზინა, კოდი №220101222). ღირებულების გადახდა იწარმოებს ეროვნულ ვალუტაში (ლარებში);
  • ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
  •  ინფორმაცია თუ რა ფორმით შესრულდება პირობებიანი აუქციონის მოთხოვნები (წარმოადგინოს ერთი  კვირის მენიუ)და ა.შ.;
  • სარწმუნო ინფორმაცია მოცემულ სფეროში გამოცდილების შესახებ;
  • განაცხადი (სააუქციონო კომისიის მიერ დამტკიცებული) რომელიც უნდა შეიცავდეს აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტებს, სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელებას და საიჯარო ქონების საწყის წლიურ ფასს, რომლითაც მონაწილე იწყებს  აუქციონში ვაჭრობას. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს მონაწილის ცალსახა თანხმობას, რომ აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ აუქციონის პირობები  სრულად იქნება შესრულებული;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი რომელზეც აუქციონში დამარცხების შემთხვევაში დაუბრუნდება ,,ბეს" სახით გადახდილი თანხა;
  • განცხადების მიღების და აუქციონის ჩატარების ადგილია: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ.   №96. ტელ: 438-438 (146);  განცხადების მიღების ვადაა: 2010 წლის 10 სექტემბრიდან  2010 წლის 8 ოქტომბრის  10:00 საათიდან 15:00 საათამდე (უქმე ან/და არასამუშაო დღეების გარდა), ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს - 10:00 საათიდან 12:00 საათამდე;
  • აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან განმცხადებელი იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს;
  • აუქციონი შედგება 2010 წლის 11ოქტომბერს დღის 16:00  საათზე;
  •  აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის საიჯარო ქირის ფასზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური თანხის გადასახდელად დასახელება და ამასთან სხვა სააუქციონო პირობების საუკეთესო შემოთავაზება;
  • აუქციონში გამარჯვებულ პირს, გადახდილი ”ბე” ჩაეთვლება ანგარიშსწორებაში. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ,,ბე” არ უბრუნდება. აუქციონში გამარჯვებულ პირსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აუქციონის პირობები  და აუქციონის შედეგად გამოვლენილი ფასი. ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების შემთხვევაში სანოტარო ხარჯები უნდა გაიღოს აუქციონში გამარჯვებულმა.
  • დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი №96; 

კალენდარი February 2012

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2012
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829