ლატვიის გენერალური აუდიტორი კონტროლის პალატაში
გამოქვეყნებულია: 29.08.2010

საქართველოს კონტროლის პალატას ვიზიტით ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის გენერალური აუდიტორი ინგუნა სუდრაბა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ლატვიელ კოლეგებთან ერთად სამი სამინისტროს ერთობლივი ფინანსური აუდიტის ჩატარებას ითვალისწინებს.
ხელშეკრულების თანახმად, SAO (ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისი) კონტროლის პალატაში სამ ტრენერს მოავლენს, რომლებიც პალატის თანამშრომლებისთვის ფინანსურ აუდიტში პრაქტიკულ ტრენინგებს ჩაატარებენ.
ფინანსური აუდიტი ლატვიელ კოლეგებთან ერთად შემდეგ სამინისტროებს ჩაუტარდება:
- შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო
ხელშეკრულება 2010 წლის 30 აგვისტოდან 2011 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს.
სიახლეები
მონიტორინგის სამსახურის განცხადება - 27.01.2012
მონიტორინგის სამსახურის განცხადება - 27.01.2012
წერილი "ქართულ ოცნება"–ს - 26.01.2012
წერილი "ქართულ ოცნება"–ს - 26.01.2012
საპარლამენტო კომისია პალატაში - 24.01.2012
საპარლამენტო კომისია პალატაში - 24.01.2012
ღია კარის დღე კონტროლის პალატაში - 18.01.2012
ბრიფინგი კონტროლის პალატაში - 16.01.2012
თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან - 04.01.2012
მემორანდუმი ეროვნულ ბანკთან - 03.01.2012

