დრო:09:19:00თარიღი:კვირა 05 თებერვალი 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


უკრაინის საანგარიშო პალატის თაოსნობით შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

გამოქვეყნებულია: 23.06.2010

logo

2010 წლის 23 ივნისს უკრაინის საანგარიშო პალატის თაოსნობით „შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ერთობლივი, პარალელური აუდიტის“ ფარგლებში უკრაინის დედაქალაქ  კიევში  პირველი  სამუშაო  შეხვედრა  ჩატარდა.

შეხვედრას საქართველოს კონტროლის პალატის, ასევე,  თურქეთის, რუმინეთის, რუსეთისა და უკრაინის უმაღლესი აუდიტორული ორგანოებისა და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი  რესურსების  სამინისტროს  წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე  ხაზი  გაესვა  ერთობლივი  აუდიტის  ძირითად  მიზნებს, კერძოდ:

·         საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „შავი ზღვის დაბუნძურებისგან დაცვის კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებებისა და ერთობლივი პროექტების ფარგლებში განხორციელებული იმ ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება, რომლებიც მიმართულია შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ. ასევე, ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი გამოყენების კვლევა და მონიტორინგი;

·         შავი ზღვის აუზის დაბინძურების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება  და  შესაბამისი  დასკვნის მოზადება;

·         დაბინძურების შემცირებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით რეკომენდაციებისა  და  გასატარებელი  ღონისძიებების  შემუშავება;

შეხვედრის პარალელურად,  2010 წლის 24-25 ივნისს,  გაიმართა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI-ს) ფარგლებში შექმნილი სპეციალური ჯგუფის მე-2 შეხვედრა. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის სფეროა „სტიქიური უბედურებების  შედეგების  სალიკვიდაციოდ  გამოყოფილი  სასხსრების  აუდიტი.“

კალენდარი February 2012

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2012
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829