დრო:00:20:09თარიღი:ოთხშაბათი 08 თებერვალი 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


კანონი საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზანი (24.11.2011. N5294)

1. ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომ – კონტროლის პალატა) სტატუსს და დამოუკიდებლობის გარანტიებს. 

2. კონტროლის პალატის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და ორგანიზაცია განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ამოღებულია (24.11.2011. N5294)
ბ) ამოღებულია (24.11.2011. N5294)
გ) ამოღებულია (24.11.2011. N5294)

დ) ამოღებულია (24.11.2011. N5294)
ე) ამოღებულია (24.11.2011. N5294)

ვ) ფინანსური აუდიტი მოიცავს: (24.11.2011. N5294)
ვ.ა) აუდიტის ობიექტის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;
ვ.ბ) საქართველოს მთავრობის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;
ვ.გ) საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას;
ვ.დ) შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის შემოწმებას;
ვ.ე) აუდიტის ობიექტის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მართვის შემოწმებას;
ვ.ვ) აუდიტიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის შესწავლას, შეფასებას და ანგარიშის წარდგენას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად;
ზ) შესაბამისობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;(24.11.2011. N5294)
თ) ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის ან/და განხორციელებული პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; (24.11.2011. N5294)
ი) აუდიტორი – კონტროლის პალატის მოსამსახურე, რომელიც აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;
კ) აუდიტორ-სტაჟიორი – პირი, რომელიც სტაჟიორად ინიშნება კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;
ლ) აუდიტის ობიექტი – პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი კონტროლის პალატის უფლებამოსილება.

მუხლი 3. კონტროლის პალატის სტატუსი და დამოუკიდებლობა (სათაური 24.11.2011. N5294)

1. კონტროლის პალატა არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს აუდიტს.

2. კონტროლის პალატა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან/და მისი საქმიანობის კონტროლი, ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით. აკრძალულია კონტროლის პალატაზე ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა.

3. კონტროლის პალატა უწყებრივად, ფინანსურად, ფუნქციონალურად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია.

მუხლი 4. კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიზნები (24.11.2011. N5294) 

კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

მუხლი 5. კონტროლის პალატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები (24.11.2011. N5294)

1. კონტროლის პალატა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. კონტროლის პალატა ხელმღვანელობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით.

3. კონტროლის პალატის საქმიანობის პრინციპებია:

ა) ობიექტურობა;

ბ) დამოუკიდებლობა;

გ) საჯაროობა;

დ) პროფესიონალიზმი.

იხილეთ სრულად: კანონი საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ.pdf