დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობა
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
,,საქართველოს კონტროლის პალატის დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი, მე-2 , მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს კონტროლის პალატის დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 2 მარტის №29/42 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს კონტროლის პალატის დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ლევან ბეჟაშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
გიორგი ლაცაბიძე - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე;
ივანე პეტრიაშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
თამარ ხიდაშელი - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი;
გიორგი ყავლაშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი
ვახტანგ ბალავაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
გურამ ჩახვაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოცემისთანავე.
საფუძველი: საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 13 მარტის №1039 დადგენილება ,,საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მურთაზ ზოდელავას საქართველოს კონტროლის პალატის დავების განმხილველი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ”, საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 13 მარტის №1040 დადგენილება ,,საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გურამ ჩახვაძის საქართველოს კონტროლის პალატის დავების განმხილველი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ”.
ლევან ბეჟაშვილი

