ვიზიტები და სემინარები
ოფიციალური ვიზიტი ლიტვის ეროვნულ აუდიტორულ ოფისში (1-4 მარტი, 2011 წ.)
2011 წლის 1-4 მარტს ლიტვაში ეროვნული აუდიტორული ოფისის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია, თავმჯდომარის მოადგილის, დევი ვეფხვაძის ხელმძღვანელობით. შეხვედრებში მონაწილეობდნენ კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ლევან ალაფიშვილი, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორები თამარ ბეჟანიშვილი და მარიკა ნაცვლიშვილი.
შეხვედრის მთავარი თემა იყო: ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
სემინარი ჩეხეთის რესპუბლიკაში (29 ნოემბერი - 2 დეკემბერი, 2010 წ.)
საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია, რომელსაც თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობას იღებდა ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი აუდიტორული ოფისის მიერ ორგანიზებულ სემინარში, რომლის მთავარი თემა იყო „ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია“.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი იაპონიის სახელმწიფო აუდიტორულ საბჭოში
იაპონიის სახელმწიფო აუდიტის საბჭოს პრეზიდენტის მასაკი ნიშამურას მოწვევით კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და კონტროლის პალატის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ იაპონელ კოლეგებს.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო აუდიტის ოფისსა და ნიუ-იორკის შტატის ადგილობრივი აუდიტის ოფისში (2-8 ოქტომბერი, 2010 წ.)
საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია, რომელსაც თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძე ხელმძღვანელობდა, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში - ნიუ-იორკის შტატის ადგილობრივი აუდიტის ოფისსა (ქ. ნიუ-იორკი) და აშშ-ის სახელმწიფო აუდიტის ოფისში (ქ. ვაშინგტონი).
იხ. ვრცლად შესაბამისი ინფორმაცია
კონტროლის პალატის დელეგაცია შვედეთში (1-3 სექტემბერი, 2010წ.)
2010 წლის 1-დან 3 სექტემბრამდე საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია, თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით, უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მენეჯმენტის თანამედროვე გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრად იმყოფებოდა შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს (SNAO-ს).
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისში გაიმართა პრეზენტაციები თემაზე: „უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მენეჯმენტი“ და მას SNAO-ს გენერალური აუდიტორი ჟან ლანდალი და სხვა თანამდებობის პირები წარუძღვნენ.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს კონტროლის პალატის დახმარებას - განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის შესაბამისი საქმიანობა და შეასრულოს ეფექტიანი როლი საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროში.
ლატვიის გენერალური აუდიტორის ვიზიტი კონტროლის პალატაში (26-29 აგვისტო, 2010წ.)
26-29 აგვისტოს, საქართველოს კონტროლის პალატას ვიზიტით ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის გენერალური აუდიტორი ინგუნა სუდრაბა ეწვია.
იხ. ვრცლად შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისში (17-21 ივნისი, 2010 წ.)
17-21 ივნისი, 2010 წ. - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი პალატის დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისში.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
შვედეთის აუდიტორული ოფისის გენერალური აუდიტორის ვიზიტი საქართველოს კონტროლის პალატაში ( 23–26 მარტი, 2010 წ.)
23 მარტს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის. მემორანდუმზე ხელი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა და შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის გენერალურმა აუდიტორმა ჟან ლანდალმა მოაწერეს.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა
საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის აუდიტორულ სასამართლოში(7-11 თებერვალი, 2010 წ.)
7-11 თებერვალი, 2010 - საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია ესპანეთის აუდიტორული სასამართლოს მიწვევით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქ. მადრიდში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა
საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაციის ვიზიტი მოლდავეთში (27–30 იანვარი, 2010 წ.)
საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია, თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით 27–30 იანვარს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მოლდავეთის აუდიტორულ სასამართლოში.
აღნიშნული ვიზიტი შედგა 2005 წელს საქართველოს კონტროლის პალატასა და მოლდავეთის აუდიტორულ სასამართლოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა
სამუშაო ვიზიტი ლატვიის ეროვნულ აუდიტორულ ოფისში (25-29 იანვარი, 2010 წ.)
25-29 იანვარი, 2010 – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის დევი ვეფხვაძის და აუდიტის დეპარტამენტების ხელმძღვანელთა ვიზიტი ლატვიის ეროვნულ აუდიტორულ ოფისში.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი იტალიის უმაღლეს აუდიტორულ სასამართლოში( 26 იანვარი, 2010 წ.)
საქართველოს კონტროლის პალატის თავჯდომარე ლევან ბეჟაშვილი იტალიის უმაღლესი აუდიტორული სასამართლოს პრეზიდენტის ტულიო ლაზაროს მიწვევით, 26 იანვარს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის უმაღლეს აუდიტორულ სასამართლოში.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში (2–4 დეკემბერი, 2009 წ.)
2-4 დეკემბერი, 2009 – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძე სახელმწიფო ფინანსების მართვის საერთაშორისო კონსორციუმის მიწვევით საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ში,სადაც დაესწრნენ სახელმწიფო ფინანსების მართვისადმი მიძღვნილ კონფერენციას.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა.
ლატვიის აუდიტორული ოფისის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოს კონტროლის პალატაში (16 ნოემბერი, 2009 წ.)
16 ნოემბერს გაიმართა ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის თავმჯდომარე ინგუნა სუდრაბასა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილის შეხვედრა.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში ( 21–24 სექტემბერი, 2009 წ.)
მ. წ. 21-24 სექტემბერს რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს თავმჯდომარის ნიკოლაე ვაკაროიუს მიწვევით საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა თარხნიშვილი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოტკოველი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჯერენაშვილი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო გოგიაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდნენ.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა.
საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაციის ვიზიტი შვედეთში ( 15–18 სექტემბერი, 2009 წ.)
2009 წლის 15-18 სექტემბერს შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის მიპატიჟებით საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია შვედეთის სამეფოს ეწვია.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი. დელეგაციაში იყვნენ თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძე, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ალასანია, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჯერენაშვილი და თავმჯდომარის თანაშემწე ირენა მელუა.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ვიზიტი ბულგარეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისში ( 19–24 ივლისი, 2009 წ.)
საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქ. სოფიაში, ბულგარეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის მიწვევით. დელეგაციას ხელმძღვანელობდა კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა.

