დრო:00:30:18თარიღი:პარასკევი 10 სექტემბერი 2010

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


INTOSAI-ს შესახებ

INTOSAI არის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაცია,რომელიც უკვე 50 წელზე მეტია ეხმარება წევრ-ორგანიზაციებს ცოდნის გაზიარებაში, სახელმწიფო აუდიტის გაუმჯობესებასა და პროფესიონალური შესაძლებლობების ზრდაში. INTOSAI-ს დევიზი,  ”Experientia mutua omnibus prodest” , გულისხმობს,რომ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება არის სახელმწიფო აუდიტის განუწყვეტელი პროგრესის გარანტი.

INTOSAI – ავტონომიური, დამოუკიდებელი და აპოლიტიკური ორგანიზაციაა. ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია,რომელსაც სპეციალური საკონსულტაციო როლი აკისრია გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საბჭოსთან(ECOSOC).

INTOSAI დაფუძნდა 1953 წელს კუბაში, კუბის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტის ემილიო ფერნანდეზ კამუსის ინიციატივით. კუბაში ორგანიზაციის პირველ შეხვედრას დაესწრო 34 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტის წარმომადგენელი. ამჟამად ორგანიზაციაში შედის 189 სრულფასოვანი უმაღლესი აუდიტორული ორგანო და 4 მოკავშირე წევრი.

საქართველოს კონტროლის პალატა და INTOSAI

საქართველოს კონტროლის პალატა 1992 წლიდან არის INTOSAI-ს წევრი. იგი წარმოდგენილია INTOSAI-ს პროფესიული სტანდარტების კომიტეტში, შიდა კონტროლის სტანდარტების ქვეკომიტეტში, პროგრამის შეფასებისა და გარემოს აუდიტის სამუშაო ჯგუფებში. 

INTOSAI-ს გარემოს დაცვის აუდიტის სამუშაო ჯგუფის მე -13 შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. გუილინში (7-11 ივნისი, 2010 წ.)

საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელი მონაწილეობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. გუილინში გამართულ გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მე-13 შეხვედრის მუშაობაში.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

სემინარი ქ. დელიში (9–20 ნოემბერი, 2009)

9–20 ნოემბერი, 2009 – ინდოეთის ქ. დელიში გაიმართა სემინარი თემაზე: "პრივატიზაცია და სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობა". სემინარს ესწრებოდა საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორ-სტაჟიორი გიორგი კაპანაძე.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

სამუშაო შეხვედრა ქ. პარიზში (28–29 მაისი, 2009 წ.)

28–29 მაისი, 2009 – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილემ დევი ვეფხვაძემ და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნატო ზაალიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ქ. პარიზში (საფრანგეთი) გამართულ INTOSAI-ს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია