დრო:23:23:04თარიღი:ოთხშაბათი 22 თებერვალი 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


EUROSAI-ს შესახებ

EUROSAI ( უმაღლესი აუდიტორი ორგანიზაციების ევროპული გაერთიანება) არის INTOSAI-ს(უმაღლესი აუდიტორული ორგანოების გაერთიანების) ერთ-ერთი რეგიონალური ჯგუფი. 

EUROSAI დაარსდა 1990 წელს და 30 წევრ-ქვეყანას აერთიანებდა. დღეისათვის ორგანიზაციაში 50 წევრი-ქვეყანა შედის. 

ორგანიზაციის დაარსების იდეა გაჩნდა  1953 წელს, INTOSAI –ს შექმნისას. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა 1974 წელს INTOSAI-ს მე-7 ყრილობაზე მადრიდში, 1975–1989 წლებში თანხმდებოდა ორგანიზაციის სტრუქტურული პროექტი, ხოლო 1990 წელს გაიმართა პირველი ასამბლეა,სადაც არჩეულ იქნა ორგანიზაციის საბჭო და პრეზიდენტი.  

EUROSAI-ს  მიზნები განსაზღვრულია ორგანიზაციის წესდების პირველ მუხლში და ითვალისწინებს წევრ უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებს შორის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის  გაცვლის ხელშეწყობას, სახელმწიფო აუდიტის სფეროს განვითარებას და აუდიტის სფეროს ერთიანი ტერმინოლოგიის შემუშავებას.

საქართველოს კონტროლის პალატა და EUROSAI

საქართველოს კონტროლის პალატა 1993 წლიდან არის EUROSAI-ს, უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის, წევრი.

იგი წარმოდგენილია EUROSAI-ს გარემოს აუდიტის სამუშაო ჯგუფში.

სემინარები და კონფერენციები

სემინარი თემაზე: „ტრანსპორტთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები და სამი „ე“-ს აუდიტი“

11-13 ოქტომბერი, 2011 წ.

2011 წლის 11-13 ოქტომბერს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა სემინარი თემაზე: „ტრანსპორტთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები და სამი „ე“-ს აუდიტი“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ EUROSAI WGEA-ს (Working Group on Environmental Auditing) წევრები და მოწვეული სტუმრები: სულ 60 მონაწილე მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, საქართველოდან - გიორგი კაპანაძე, კონტროლის პალატის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) მე-8 კონგრესი ლისაბონში

30 მაისი - 4 ივნისი, 2011 წ.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა აუდიტის უმაღლესი ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) ევროპის რეგიონული გაერთიანების - უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) მე-8 კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდა 47 წევრი - ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანოსა და სხვადასხვა 21 საერთაშორისო ორგანიზაციისა და ქვეყნის წარმომადგენელი.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი. დელეგაციაში შედიოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნატო ზაალიშვილი, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ალასანია და კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანაშემწე ლუიზა მაკაროვა.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

ოფიციალური ვიზიტი აბუ დაბიში (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)

28 – 30 მარტი, 2011 წ. 

2011 წლის 28 – 30 მარტს აბუ დაბიში (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი. განხილვის თემა იყო: „ინოვაციები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში’’. შეხვედრებში მონაწილეობდა კონტროლის პალატის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი თამარ ბეჟანიშვილი.  

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია.

შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ეფექტიანობის აუდიტის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა

19-21 ოქტომბერი, 2010

ქ. სტამბულში (თურქეთი) გაიმართა შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული კონვენციით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის სამუშაო ჯგუფის მეორე სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრის კოორდინატორი იყო უკრაინის საანგარიშო პალატა.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია.

სემინარი ტექსელში (ჰოლანდია) 

4 - 8 ოქტომბერი, 2010

ტექსელში (ჰოლანდია) გაიმართა სემინარი თემაზე: \"განახლებადი ენერგია, გარემოსდაცვითი აუდიტების ზეგავლენა\". სემინარის ორგანიზატორი იყო უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ევროპული გაერთიანების გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი (EUROSAI WGEA).

ჰოლანდიაში გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღეს 17 ქვეყნის - \"ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს\" ევროპის, არაბეთისა და აფრიკის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების წარმომადგენლებმა. საქართველოს კონტროლის პალატიდან სემინარს ესწრებოდა ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ზედამხედველი აუდიტორი კახაბერ სონიშვილი.

იხილეთ ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

ქ. კიევში (უკრაინა) ,,შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის ერთობლივი, პარალელური აუდიტის“ ფარგლებში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრა 

23-25 ივნისი, 2010 

უკრაინის საანგარიშო პალატის თაოსნობით პროექტის -,,შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის ერთობლივი, პარალელური აუდიტის“ - ფარგლებში, კიევში, უკრაინის დედაქალაქში, ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა. საქართველოს კონტროლის პალატის მხრიდან აუდიტში მონაწილეობდა აუდიტორთა ჯგუფი. 

შეხვედრის პარალელურად, 2010 წლის 24-25 ივნისს, გაიმართა ევროპის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების კავშირის (EUROSAI-ს) ფარგლებში შექმნილი სპეციალური ჯგუფის მე-2 შეხვედრა. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის სფეროა: ,,სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაცოდ გამოყოფილი სახსრების აუდიტი“.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

სემინარი ქ. კოპენჰაგენში 

24-25 მარტი, 2010

ქ. კოპენჰაგენში (დანია) EUROSAI WGEA-ს (Working Group on Environmental Audit) ეგიდით გაიმართა სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილების აუდიტი“, რომელიც ორგანიზებული იყო ნორვეგიის აუდიტორული ოფისის მიერ. მასში მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის -საქართველოს კონტროლის პალატიდან.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

სემინარი ქ. ვარშავაში 

13-14 იანვარი, 2010

 საქართველოს კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გამართულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროფესიული ინტეგრაციის სოციალური პროგრამის ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებული სემინარის მუშაობაში.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა

სემინარი ქ. ვარშავაში 

28-29 ოქტომბერი, 2009

ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გამართულ სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძის და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩადუნელი.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა

ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა ბულგარეთში 

6-8 ოქტომბერი, 2009

ევროპის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების კავშირის (EUROSAI) ფარგლებში შექმნილია გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი (EUROSAI WEGA), რომელიც ამ ეტაპზე ნორვეგიის უმაღლესი აუდიტორული ოფისის ხელმძღვანელობით საქმიანობს.

2009 წლის 6-8 ოქტომბერს EUROSAI WEGA-ს თავმჯდომარისა და ბულგარეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის მასპინძლობით ქ. სოფიაში (ბულგარეთი) გაიმართა EUROSAI WEGA-ს მე-7 ყოველწლიური შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს კონტროლის პალატიდან ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა მათიაშვილი და აუდიტორი მაია მუჯირიშვილი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეხვედრის პარალელურად 2009 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე \"ბიოუსაფრთხოების აუდიტის საკითხებთან დაკავშირებით\".

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა