დრო:10:04:14თარიღი: 18 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


წლიური დეკლარაციის ფორმები

საქართველოს კონტროლის პალატაში საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 თებერვალი. ფინანსურ დეკლარაციას თან უნდა ახლდეს აუდიტორული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილების მქონე აუდიტორის დასკვნა.

საიტზე განთვსებული ფორმები იხსნება Ms. Office 2007 ვერსიაში

● წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა N1–9 (საანგარიშგებო პერიოდი 01/01/2011 – 01/01/2012)

● საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

● საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ

თუ პოლიტიკური სუბიექტი დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას საქართველოს კონტროლის პალატას, კონტროლის პალატა მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის განმავლობაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას საქართველოს კონტროლის პალატას, იგი დაკარგავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოს კონტროლის პალატა უზრუნველყოფს პარტიის საფინანსო დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას ყველა დაინტერესებული პირისათვის, აგრეთვე უზრუნველყოფს დეკლარაციის შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებას მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

კონტროლის პალატის მიერ დადგენილი ფორმების შევსებული სახით მოწოდება სუბიექტების მიერ უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით მისამათზე cpu@control.ge. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ოფიციალურ ინფორმაციად მიიჩნევა პოლიტიკური სუბიექტების მიერ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული საფოსტო მისამართიდან მიღებული ინფორმაცია. ამასთან, ელექტრონული ფორმით ინფორმაციის მოწოდების პარალელურად, პარტიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით დადასტურებული ცხრილების დედნები უნდა ჩაბარდეს საქართველოს კონტროლის პალატის კანცელარიას.